აქტუალური
თბილისში ქართულ-უკრაინული სავაჭრო ეკონომიკური საბჭო იქმნება

axaliსაქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის 9 თებერვალს თბილისს უკრაინელი ბიზნესმენები ეწვევიან და ქართველ ბიზნესმენებთან ერთად  ქართულ-უკრაინულ სავაჭრო ეკონომიკურ საბჭოს დააფუძნებენ, ხელს მოაწერენ საბჭოს შექმნის აქტს.

ქართულ-უკრაინული სავაჭრო ეკონომიკური საბჭოს შექმნის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებაა და ხელს შეუწყობს უკრაინაში და უკრაინის გავლით ქართული პროდუქციის ევროპაში გატანას.

ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენები შეხვდებიან მთავრობის წევრებს, შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს.

ბიზნესმენთა კავშირი ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაფართოებას, საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე ბენდელიანი,

ტელეფონი: 599 287940

Email- katia.katerina@yahoo.com