უცხოეთი
ერთ-ერთი სენატორის განცხადებით, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, კლინტონს გაათავისუფლებდა. თავად კლინტონი ძალიან ნერვიულად იქცეოდა. მან განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს და დასძინა, რომ ამგვარ პრობლემებს აშშ-ის ბევრი წარმომადგენლობა აწყდება ჩრდილოაფრიკულ რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში 2012 წლის 11 სექტემბერს მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა საკონსულოს 4 თანამშრომელი, მათ შორის, ელჩი კრისტოფერ სტივენსი, რომელიც დაბლოკილ შენობაში კვამლით გაიგუდა. იმ დროს ლიბიაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რაც დაკავშირებული იყო ამერიკულ ფილმ „მუსლიმანთა უცოდველობასთან“.
სტივენსსა და მის კოლეგებზე საუბრისას კლინტონი ცრემლებს ძლივს იკავებდა. მოსმენისას ერთმა სენატორმა ჰკითხა: „რატომ ცდილობდით თავდასხმის ფაქტის დამალვას დემონსტრაციების უკან?“, რის პასუხადაც სახელმწიფო მდივანმა ოთხჯერ დაჰკრა მაგიდას მუშტი და განაცხადა, რომ ეს საკითხი აქტუალური არ არის.