პოლიტიკა
ივანიშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციას გამოეხმაურა

1-biZIna-gamoxmaurebaსაქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ, სადაც ორი პუნქტი საქართველოს ეთმობა, დავოსიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ამ ფორმით მიღება საპარლამენტო უმცირესობის პირადი კონტაქტების შედეგია. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილია საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკითხი, სადაც ნათქვამია, რომ ასამბლეისთვის მიუღებელია პრემიერის განცხადებები „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „მე-9 არხის“ შერწყმის შესახებ.

„სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოშიც შეიტანეს ეს სიცრუე, ჯერ კიდევ ახერხებენ ევროპელებისა და ამერიკელების მოტყუებას, მაგრამ ძალიან ცოტას და ძალიან უმნიშვნელო საკითხებში“, – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, მას დისკომფორტი ჰქონდა, რომ „მე-9 არხი“ მის ოჯახთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამიტომ აპირებდა ჟურნალისტების გადაყვანას და ტელეკომპანიის ტექნიკის ჩუქებას „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“.