პოლიტიკა
ამასთან, პრემიერი აღნიშნავს, რომ მომავალი შეხვედრების თაობაზე ისინი არ შეთანხმებულან, რაც არ ნიშნავს, რომ ეს შეხვედრები არ შედგება.
„კონკრეტული გეგმები, რომ ჩვენ ხვალ-ზეგ კიდევ შევხვდებით, არ არსებობს. არის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სტრატეგიული გეგმა. ჩვენ ვალდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივაღწიოთ. შესაბამისად, მე დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ იქნება შეხვედრებიც და ურთიერთობებიც“ , – აღნიშნა ივანიშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ 24 იანვარს, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, შეხვდნენ.