ლეიბორისტები პოლიტიკაში ბრუნდებიან
საქართველო, 25 იანვარი,
საქინფორმი. დღეს, 25 იანვარს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა
შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ 100-დღიანი მორატორიუმის შემდეგ „ლეიბორისტული პარტია“ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.
ნათელაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, თუმცა ერთადერთი პოზიტივი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა იყო, რასაც იგი სააკაშვილისგან არ მოელოდა. „სცენაზე დეკორაციების შეცვლა მოხდა მხოლოდ. საშინაო და საგარეო პოლიტიკა კი რჩება იგივე“, – აცხადებს ნათელაშვილი, რომლის შეფასებითაც, ახალსა და ძველ ხელისუფლებას შორის გარიგება მოხდა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.