საზოგადოება
მოსკოვში ვიზიტისას წმიდა სერგის ლავრის მოლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტრადიციული რიტუალია. ილია მეორემ თავის პედაგოგს, რუსეთის პატრიარქ ალექსი პირველს პანაშვიდიც გადაუხადა. პატრიარქი მღვდელმონაზვნად სწორედ ალექსი პირველმა აკურთხა. პატრიარქმა ლავრის აკადემიაც მოინახულა, სტუდენტებს შეხვდა და პროფესორებისგან წმიდა სერგის ხატიც გადასცა. დღეს კი ილია მეორე წირვას მოსკოვში მდებარე წმიდა გიორგის ეკლესიაში აღავლენს.