პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები

1-davoss-mTavariსაქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტი გრძელდება. ბიძინა ივანიშვილს გუშინ შეხვედრებით დატვირთული დღე ჰქონდა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ფრედერიკ კემპესთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე იმსჯელეს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრას ევგენი დოდთან დავოსში  პრემიერთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დავოსში მყოფ ქართველ კოლეგას მიღებაზე გაესაუბრა. ეს არის პირველი გასაუბრება, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის შედგა.

გაიმართა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები ლიბანის პრემიერ-მინისტრთან, ისრაელის პრეზიდენტთან, უკრაინის პრეზიდენტთან, „Blackstone“ ჯგუფის ხელმძღვანელთან, „Meridian Capital“-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრები თბილ, მეგობრულ გარემოში წარიმართა, სადაც მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გზები დასახეს.

1-davoss1 1-davoss2
1-davoss3 1-davoss4
1-davoss5 1-davoss6
1-davoss7 1-davoss8