სამართალი
საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. თეა თუთბერიძემ საქინფორმს პუბლიკაცია გადმოუგზავნა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„ეს ფაქტი დღემდე არ გახმაურებულა . . .
2004 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობდა ირაკლი წერეთელი. იმ პერიოდში დეპარტამენტის გვერდით, მე–5 საპყრობილეში იჯდა ყველასათვის ცნობილი კრიმინალი ვატო ყიფიანი. საპყრობილის დირექტორი იყო ვინმე გოჩა ალფაიძე, ირაკლი წერეთელის მეგობარი. ერთ მშვენიერ დღეს მე–5 საპყრობილის ერთ–ერთმა თანამშრომელმა მეგობრულად შემომჩივლა, იქ მუშაობა აღარ შეიძლებაო, უნდა წამოვიდე ოქედანო. მე გამოვკითხე რა ხდება მეთქი. მან მიპასუხა, გუშინ ვატო ყიფიანი იპარებოდა ციხიდან და შემთხვევით გადავრჩითო. იპარებოდა კი არა და მგონი აპარებდნენო. საქმე იყო ასე: დირექტორმა ალფაიძემ მორიგეს მოსთხოვა, რომ ვატო ყიფიანი მასთან აეყვანათ კაბინეტში. დაახლოებით 2 საათის შემდეგ დირექტორის კაბინეტიდან გამოდის ვატო ყიფიანი დირექტორის ფორმის ბუშლატში და ქუდში გადაცმული. ის გაემართა გასავლელისაკენ ე.წ. ვახტისაკენ და მორიგეს დაუძახა დროზე გამიღეო. ციხის ვახტას მაშინ ქონდა 3 კარი. 1 და 3 კარებიდან შემოსულებს აკვირდებოდა მორიგე და ამის შემდეგ უშვებდა შუა კარებში საბუთების მისაღებად ან გასაცემად. ბედის ირონიით მოხდა ისე, რომ როდესაც ვატო ყიფიანი მიუახლოვდა ვახტის კარებს, ის შენიშნა შორიდან ერთ–ერთმა ციხის ძველმა თანამშრომელმა ბადრიმ და ისიც წავიდა ვახტისაკენ. როდესაც ვახტიორმა მე–3 კარი გააღო და ვატო შეუშვა, ბადრიმ ვახტიორს უკნიდან ხელით ანიშნა განგაში. ვახტიორმა კითხა ვატოს გვრი სახელიო, ფორმაში გამოწყობილმა ყიფიანმა მას უპასუხა, ირაკლი ვარ წერეთელი, თავმჯდომარის მოადგილე, ვერ მიცანიო. ვახტიორი არ შეშინდა და ატეხა განგაში ვახტაზე. ამის შემდეგ ვატომ იყვირა კარგი ბიჭო ვიხუმრეო და იქ მყოფ თანამშრომლებს სასწრაფოდ წააყვანინა თავი საკანში. ბუშლატი და ქუდი კი იქვე დაყარა. ეს ამბავი იმ დღეს ციხეშივე დაიმალა და იფორმაცია გარეთ არ გამოსულა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა კოპაძემ ამის შესახებ გაიგო მესამე დღეს, და დაავალა ოპერატიულ სამსახურს აღნიშნულის მოკვლევა. მოკვლევის შედეგად ფაქტი მთლიანად დადასტურდა და დამატებით გამოვლინდა ისიც, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი წერეთელი ამ ფაქტამდე ორი დღით ადრე, ოთხი დღით დაეთხოვა სამსახურიდან თავმჯდომარეს, თითქოსდა ოჯახური პირობების გამო. რეალურად კი იგი ვატო ყიფიანის გაქცევის მცდელობის დროს დილიდან იჯდა მე–5 საპყრობილეში დირექტორის კაბინეტში, მათ შორის ვატო ყიფიანის დირექტორის კაბინეტში ყოფნის დროსაც, რაც დადასტურდა იმ დღეს საპყრობილეში მომუშავე თანამშრომელთა ჩვენებებიდან. ეს საქმე მაშინ ჩაიფარცხა, რადგან არავის არ აწყობდა ზედმეტი აჟიოტაჟი სისტემის ირგვლივ და შემოიფარგლენ იმით, რომ ირაკლი წერეთელს და გოჩა ალფაიძეს დაატოვებინეს თანამდებობები.საქმის რეალური მოწმეები არიან:
1. ბადრი ზაქარეიშვილი
2. ვახტის მორიგე (სახელი და გვარი არ მახსოვს)
3. შოთა კოპაძე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმდნოინდელი უფროსი)
4. ტარიელ ცქვიტინიძე
5. თამაზ მელაძე
6. ვახტანგ ოსიტაშვილი“