უცხოეთი
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო პოსტსაბჭოთა მაფიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

1-minfin-usa-ucxსაქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. დღეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თავის საკონტროლო სიებში ევრაზიის დანაშაულებრივ სინდიკატ „ბრატსკი კრუგის“ წევრობაში ეჭვმიტანილი მარინა კალაშოვას შეყვანის თაობაზე განაცხადა. სიაში მითითებულია, რომ მისი სრული სახელი მარინა სამუელის ასული გოლდბერგია, იგი რუსეთის მოქალაქეა და დუბაიში ცხოვრობს.

გასული წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტრომ იმავე ზომების შესახებ გამოაცხადა ზაქარია კალაშოვის მიმართაც, რომელიც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობას ფლობდა და თავის წრეებში „შაქრო მალადოის“ სახელით იცნობდნენ. 2006 წელს იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს, ესპანეთს გადასცეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 22.5 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

კალაშოვი ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი „საძმოს“ 15 წევრიდან ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი წევრია, თავად „ბრატსკი კრუგს“ ახასიათებენ როგორც რამდენიმე ნაციონალური კრიმინალური ქსელის მაკოორდინირებელ ორგანოს.