უცხოეთი
მედვედევი დავოსში ივანიშვილს ესაუბრა

1-bizina-medvedev-ucxსაქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დღეს გამართულ მიღებაზე, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის სტუმრების პატივსაცემად გაიმართა, საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს გაესაუბრა.

ეს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურთა პირველი საუბარია მას შემდეგ, რაც თბილისის ინიციატივით 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მერე დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.

„საქართველოს პრემიერი თვითონ მივიდა მედვედევთან და მათ რამდენიმე წუთი ისაუბრეს“, – გაუნცხადა „რია ნოვოსტის“ ერთ-ერთმა რუსმა ბიზნესმენმა.