სამართალი
პროექტი – „უსაფრთხოდ საქართველოში“

1-usafrTxod-samarTalii2საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში მიმდინარე პროექტის – „უსაფრთხოდ საქართველოში“ – ფარგლებში ქუთაისის, ფოთის, ზესტაფონის, ჩხოროწყუს, სენაკის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო სამსახურებს საჩუქრად სამთო-სამაშველო, წყალზე-სამაშველო, სამედიცინო აღჭურვილობა და სამაშველო ფორმები გადაეცათ. ღონისძიება საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ფონდ „Cultura Mentis“-ისა და „საქართველოს სპელეოლოგთა კავშირის“ თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.

როგორც სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა გიორგი ძაგნიძემ განაცხადა, საქართველოში მიმდინარე პროექტის თანადამფინანსებელი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შს სამინისტროში მიღებული აღჭურვილობა საჩუქრად გადაეცა შვიდი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურს.

„Cultura Mentis“-ის დირექტორ ირენიუს ტრუპკიევიჩუსის განცხადებით, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.