აქტუალური
ონიშჩენკო საქართველოს ეწვევა

1-oniSenko-aqtuaa3საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი  გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდებასთან დაკავშირებული სისტემური საკითხების გადასაჭრელად საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

ონიშჩენკოს თქმით, საქართველოში იგი მას შემდეგ ჩავა, რაც მოსკოვში 4 თებერვალს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდების აღდგენის საკითხზე მსჯელობისათვის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართება.

თავის მხრივ, ქართული დელეგაცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გასამართავად მოსკოვში ვიზების მიღების შემდეგ გაემგზავრება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გენადი ონიშჩენკომ უკვე მიმართა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ქართულ მხარეს სავიზო და დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.