პოლიტიკა
პატრიარქმა ილია მეორემ პუტინს საქართველოს პრემიერისგან მოკითხვა გადასცა

1-polit-rel-1საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან მოკითხვა გადასცა. როგორც სააგენტო “რია ნოვოსტი“ იუწყება, პატრიარქისა და პრეზიდენტის შეხვედრა გუშინ, 23 იანვარს, ნოვო-ოგარიოვოში გაიმართა.

მინდა გადმოგცეთ მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერმინისტრისგან. ის ყველაფერს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, რომ პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, აღმოიფხვრება და ჩვენ უწინდებურად ძმურად ვიცხოვრებთ, - ბრძანა ილია მეორემ.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა პატრიარქს  მიულოცა 80 წლის იუბილე და აღსაყდრებიდან 35 წლისთავი, აგრეთვე მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის ფონდის პრემიის მინიჭება.

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო იმისთვის, რომ თქვენ დღევანდელ რთულ პირობებში, ვგულისხმობ საქართველო-რუსეთს შორის არსებულ რთულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, აკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ჩვენს მოძმე ხალხებს შორის ჰუმანიტარული, სულიერი და კულტურული კონტაქტების მხარდასაჭერად, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრაში მონაწილეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე.

1-polit-rel-1-qvem