უცხოეთი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის რეგიონში თავისუფალი შესვლის მომხრეა

1-pacee-ucxსაქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის“  ჰუმანიტარულ შედეგებზე, შვედი პარლამენტარი თინა აკეტოფი კონფლიქტის რაიონში თავისუფალი შესვლის წინადადებას აყენებს.

მომხსენებელმა ევროპარლამენტარების წინაშე  მოხსენების წაკითხვისას აღნიშნა, რომ დოკუმენტის მომზადების 2-წლიან პერიოდში იგი კონფლიქტის „ტერიტოირაზე შესვლის პრობლემას“ გადააწყდა. მომხსენებელი გამოტყდა, რომ დოკუმენტის მომზადებისას სამხრეთ ოსეთში სტუმრობა ვერ მოახერხა, რადგან, აკეტოფის თქმით, „შესვლა დაბლოკილი იყო“, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვინ არ მისცა სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება.