აქტუალური
დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

1-narmania-aqtuaa3საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივნებთან.

დღეს დავით ნარმანია გახსნის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასთან გერმანული კომპანიების ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

გერმანიაში ვიზიტს დავით ნარმანია 25 იანვარს დაასრულებს.