სამართალი
„2013 წლის 21 იანვარს, სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის ლეიტენანტი ნ.კ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში „ბაბილო“, სადაც შელაპარაკება მოუვიდა სუფრის წევრებთან. ინციდენტი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ინსპექტორმა საქამრედან ამოიღო მასზედ განპირობებული სამსახურეობრივი-საშტატო იარაღი და მიმართა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნებისკენ. თუმცა, იქვე მყოფი პირების ჩარევით მოხერხდა ვითარების განმუხტვა“, – ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.
შედეგად, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ლეიტენანტ ნ.კ-ს მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა „სისტემის ორგანოდან“ დათხოვნა.
რაც შეეხება, მეორე, ასევე, სისტემიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ ე.ჩ.-ს, რომელიც, ასევე, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სლოტკლუბ „ევროპა-ბეთის“ მომსახურე პერსონალს.