საზოგადოება
შაშიაშვილი: „მოვაწყობთ ცოცხალ ჯაჭვს და გამოვცდით კიდეც მთავრობას...“

1-piketi-sazogadoeba2საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. კოალიცია ერთსულოვნებისაქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ავლაბარში პრეზიდენტის სასახლის ყველა შესასვლელის პიკეტირებას იწყებენ.

„ერთსულოვნების“ თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლის ყველა შესასვლელთან და საქართველოს ტერიტორიაზე ყველგან, სადაც მოიაზრება მისი ადგილსამყოფელი, იწყება მორიგეობა და შეიქმნება წინააღმდეგობრივი ჯგუფები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კანონმდებლობით, მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს ამოეწურა.

„ერთსულოვნების“ წარმომადგენელმა თემურ შაშიაშვილმა აქციის საინფორმაციო მიტინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას შემდეგაა გადამდგარი, რაც მან ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განაცხადა და არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფალი.

„ჩვენ რეზიდენციასთან ხელიხელჩაკიდებით ცოცხალ ჯაჭვს მოვაწყობთ და გამოვცდით კიდეც მთავრობას. თუ პოლიცია ძალას გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი შეთანხმებული არიან ამ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.