უცხო ქვეყნების პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეების შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში
საქართველო, 23 იანვარი,
საქინფორმი. შსს-ის ინფორმაციით, სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეებთან უწყების წარმომადგენლების სამუშაო და გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სამართალდამცველები ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
შეხვედრის მონაწილეებმა 2013 წლის ერთობლივი თანამშრომლობის ფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლის ოპერატიულ და არაოპერატიულ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
მსგავსი შეხვედრები, რომლებიც გამოცდილების გაზიარებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, მომავალშიც იგეგმება.