უცხოეთი
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. რუსეთმა თავისი მოქალაქეების გამოყვანა დაიწყო სირიიდან, სადაც უკვე 2 წელია, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს.
დღეს, 22 იანვარს, ლიბანის აეროპორტისკენ გეზი აიღო თვითმფრინავმა, რომელიც სირიიდან რუს მოქალაქეებს გამოიყვანს. სულ ოპერაციაში 2 თვითმფრინავი მონაწილეობს.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ აზუსტებენ, სულ რუსეთის რამდენი მოქალაქეა სირიის ტერიტორიაზე და რა დრო დასჭირდება მათ იქიდან გამოყვანას.