უცხოეთი
ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გამოსულა რუსი საზოგადოების წინააღმდეგ და ამ ქვეყანასთან, რუსეთისგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმი აქვს.
სესიის გახსნის წინ სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ მოსკოვი „განწირულია“ მის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონტაქტისთვის, რომელიც პოლიტიკიდან არსადაც არ მიდის და საქართველოში კიდევ დიდხანს იმოქმედებს.
რუსეთის დელეგაციამ სააკაშვილის გამოსვლა პროპაგანდისტულად მიიჩნია. „სიტყვა პოლიტიკურად გათვლილი იყო“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი „კარგი ინგლისურით, საშუალო ფრანგულითა და მშვენიერი რუსულით“ ლაპარაკობდა. თუმცა, მან პასუხი არ გასცა კითხვებს, რომლებიც საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევას ეხებოდა. „თუ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მისი გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ტრიუმფალური იქნება, არა, არ გამოუვა“, – განაცხადა პუშკოვმა.