სამართალი
დედ ჰასანის მკვლელობას ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ

1-sekveTa-samarTali3საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ქართველი ჟურნალისტი გიგა ლიპარტელიანი, რომელიც რამდენიმე წიგნის ავტორიც გახლავთ, კრიმინალური ავტორიტეტის ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) მკვლელობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა უკრაინის ტელეკომპანია TBI-თან ინტერვიუში, ივანიშვილის ბანკ „როსიისკი კრედიტს“ 1990-იან წლებში ურთიერთობა ჰქონდა უსოიანთან და სხვა „კანონიერ ქურდებთან“, დღეს კი მათ შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ apsny.ge იუწყება.

„დედ ჰასანი მაშინ მოკლეს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდა. უსოიანს 2010 წელსაც ესროლეს, მაგრამ არ მოუკლავთ, ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო, ახლა კი ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან. საქართველოს ახალი ხელისუფლება – ქურდული, რუსული პროდუქტია. მე ივანიშვილის მიერ დაკვეთილ მკვლელობებზე წიგნი დავწერე. 1990-იან წლებში მან პირადად დაუკვეთა ოთარ და ამირან კვანტრიშვილების მკვლელობა. ამისი მტკიცებულებები არსებობს“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

1-hasan-qvemot