მამია სანადირაძე: „ვერ შეგრჩება, ვანო, ტკბილად, ვერა!“
საქართველო, 22 იანვარი,
საქინფორმი. ინტერნეტპროვაიდერი კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი
მამია სანადირაძე, საზოგადოებრივი მოძრაობის –
„მართალი სამართალი ღირსებისთვის“ – ხელმძღვანელი ახალი ინიციატივით გამოდის. იგი არსებულ სამართლებრივ სისტემას უნდობლობას უცხადებს და კომისიის შექმნას გეგმავს, რომელიც ექსპერტებით, საზოგადოებისა და პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება და „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი რანგის საჯარო მოხელეების ქონების წარმომავლობას შეისწავლის.
სანადირაძის განცხადებით, „
არავინ იფიქროს, რომ ვინმეს რამე შერჩება“. იგი გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერიდან ვანო მერაბიშვილის ფრაზას ეხმაურება და აფრთხილებს:
„ვერ შეგრჩება, ვანო, ტვბილად, ვერა!“
სანადირაძის ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას მათ ახლობლებზე აფორმებენ და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებაში შესვლას გეგმავენ. ორგანიზაციისთვის მიხეილ სააკაშვილის ფინანსური ამნისტიის ინიციატივაც მიუღებელია, რადგან ეს ინიციატივა ნაძარცვი ქონების ლეგალიზაციას ემსახურება და დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს.
იგი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში წართმეული ქონება მფლობელს დაუბრუნდება.