საზოგადოება
თბილისში რუსული ენის უფასო კურსები გაიხსნება

1-WyoiZe-sazogaa3საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. თბილისში 2013 წლის 1 თებერვლიდან „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ინიციატივით რუსული ენის უფასო კურსები გაიხსნება. ამის შესახებ საზოგადოების ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძეიუწყება. პროექტის – „ცოდნა –საუკეთესო ხიდია“ – ფარგლებში რუსული ენის საფუძვლების დაუფლებას 120 მსმენელი შეძლებს, რომლებიც ექვს ჯგუფად დაიყოფიან. მსურველების შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება, რომელიც გუშინ დაიწყო და სამ დღეს გასტანს.

რუსული ენის გარდა კურსების მსმენელები ექვსი თვის განმავლობაში შეისწავლიან, აგრეთვე, რუსულ ლიტერატურას, რუსეთის ისტორიას, ხოლო დიაკვანი მამა კონსტანტინე (პაიჭაძე) ლექციებს წაიკითხავს  ღვთისმეტყველებაში.

არჩილ ჭყოიძემ აღნიშნა, რომ რუსული ენის უფასო კურსები საქართველოში პირველად „ერეკლე მეორეს საზოგადოებამ“ გახსნა 2009 წელს, მაშინ ის პეტერბურგში მცხოვრებმა ქართველმა მეცენატმა ალექსანდრე ებრალიძემ დააფინანსა. მას შემდეგ, უკვე მეორე წელია, საქართველოს დედაქალაქში რუსული ენის უფასო კურსების ფუნქციონირებას რუსეთში დაარსებული ფონდი „რუსკი მირ“ აფინანსებს.

ჭყოიძემ მიუთითა, რომ ბოლო წლებში ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლება გეგმაზომიერად მცირდებოდა და მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. შემცირდა, აგრეთვე, საქართველოს რუსულენოვან სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროგრამა და დრო.