სამართალი
ციხის სკანდალური კადრების ავტორს კვერცხები დაუშინეს!

1-beduka-samarTali2საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. წუხელ საზოგადოებრივ მაუწყებელში დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგში“ სტუმრობამდე ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეს ტელევიზიის შესასვლელთან კვერცხები ესროლეს. ბედუკაძის ადვოკატმა ელზა ჯმუხაძემ სამართალდამცველები გამოიძახა და გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი მათი დახმარებით გაიყვანა ტელევიზიის ტერიტორიიდან.

თავად ვლადიმერ ბედუკაძე ამ ფაქტს პროვოკაციად აფასებს. მისი ადვოკატი ელზა ჯმუხაძე კი ამბობს, თავი დაანებონ ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელსაც კანონი იცავს და ოფიციალური დაცვა ჰყავს. მან პროვოკატორები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება „ვისთვისაც არ არის სასურველი, ყველას შესახებ ცნობილია გამოძიებისთვის. საათ-ნახევარიც არ დასჭირდებათ პირდაპირ კვალზე გასასვლელად, ვინ დაუკვეთა და ვინ შეასრულა, თუნდაც, ინციდენტი, რომელიც დღეს აქ მოხდა“.