უცხოეთი
ბარაკ ობამამ აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო

1-obamaa-ucxსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი ბარაკ ობამამ მეორედ დადო.

მოკრძალებული ცერემონია, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, თეთრ სახლში გაიმართა. პრეზიდენტისგან ფიცი ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელმა ჯონ რობერტსმა მიიღო.

ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ძირითადი ღონისძიებები 21 იანვარს გაიმართება, როცა ობამა ფიცს გაიმეორებს და კაპიტოლიუმის წინ შეკრებილი აშშ-ის ათეულობით ათასი მოქალაქის წინაშე სიტყვას წარმოთქვამს. საზეიმო ცერემონიაზე აშშ-ის ჰიმნს მომღერალი ბეიონსე შეასრულებს.