აქტუალური
ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, 2013 წლის ბიუჯტში ჩადებული ეს თანხა –130 000 ლარი, საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახისთვის გადაეცა.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, აღნიშნული თანხა გამსახურდიას ოჯახს 2002 წელს მიღებული კანონის გათვალიწინებით გადაერიცხება. ეს კანონი პირველი პრეზიდენტის ოჯახის სოციალურად უზრუნველყოფას გულისხმობს, რაც ითვალისწინებდა დაცვისა და სოციალურ ხარჯებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, თანხა 2003 წლის ბიუჯეტში იყო გაწერილი, თუმცა საფინანსო კრიზის გამო ბიუჯეტმა აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა. „ჩვენ ვიმსჯელეთ. აბსოლუტურად კანონის შესაბამისად ხდება აღებული ვალდებულებების გასტუმრება და ეს არის ის 130 ათასი ლარი, რომელიც ვერ გადაიხადა 2003 წელს საქართველოს მთავრობამ“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.