პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში

1preziden-politika2საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა. გამომსვლელთა შორის, ასევე, არიან ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლას ევერინო.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონთან, ევროპის საბჭოს უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუზნიეკსთან და  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიონ იაგლანთან.

ასევე, დაგეგმილია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე შეხვედრა.

მიხეილ სააკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტ დინ სპილმანს შეხვდება.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.