საზოგადოება
საღამოზე პირველად აჟღერდება ჩოლოყაშვილის რაზმის ჰიმნი „ვინა სთქვა საქართველოზე“, რომელიც მოიძია პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა. სიმღერას შეასრულებს ფოლკლორული ანსამბლი „საგალობელი“ (ლოტბარი მაია მიქაბერიძე). მონაწილეობენ: გიგი ხორნაული, ნანა კოტეტიშვილი, თინათინ მღვდლიაშვილი, ელდინო საღარაძე, სოფიკო ჯერვალიძე, ლევან ჟვანია და სხვ.; ფოლკლორული ანსამბლები: „ინანა“, „ერქვანი“ და სხვ.
საღამო იმართება თუშ-ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში საღამოს ორგანიზატორმა, პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა აღნიშნა, სასურველი იქნებოდა, თუ შეფიცულთა ხსოვნის საღამოზე ქართველი ვაჟკაცები ეროვნული სამოსით – ჩოხით მობრძანდებიან.
„ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!“