აშშ-ის გამანადგურებლებმა თვითმფრინავი გფბ-ის ზარის გამო დასვეს
საქართველო, 18 იანვარი,
საქინფორმი. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სამგზავრო თვითმფრინავს ორი გამანადგურებელი დაადევნეს მას შემდეგ, რაც მიიღეს ცნობა, რომ ის გატაცებულია.
ამის მიზეზად იქცა გფბ-ში ანონიმური ზარი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი მგზავრი ტერორისტია. თვითმფრინავი, რომელიც ჰავაის კუნძულებიდან სიეტლში მიემართებოდა, მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა, რის შემდეგაც გფბ-ის თანამშრომლებმა ის მგზავრი დაჰკითხეს, რომლის სახელიც ანონიმური ზარის ავტორმა დაასახელა. გფბ-ის განცხადებით, აღნიშნული სატელეფონო ზარი ცრუ განგაში ანდა ბოროტი ხუმრობა იყო.