უცხოეთი
სამხრეთ კორეა საზღვარზე რაკეტებს განათავსებს

1-korea-ucxსაქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. სამხრეთ კორეა ისრაელის წარმოების მართვადი რაკეტების განთავსებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მომიჯნავე საზღვაო საზღვართან გეგმავს.

სამხრეთკორეული წყაროების ცნობით, სეული 50-60 რაკეტას განათავსებს იონპჰიონდოსა და პენიონდოს კუნძულებზე მომიჯნავე საზღვაო ზონაში, რომელიც სეულსა და ფხენიანს შორის დავის საგანს წარმოადგენს.

რაკეტებს, რომელთა დამიზნების სიშორე 25 კმ-ს შეადგენს და დამიზნებას გლობალური თანამგზავრული ნავიგაციის მეშვეობით ახდენს, მთის გამოქვაბულებში იერიშისგან დამალული ჩრდილოეთ კორეის არტილერიის განადგურება შეუძლია.