უცხოეთი
დიდი თეატრის პრემდივან ეკატერინა ნოვიკოვას განცხადებით, გუშინ უცნობმა თავდამსხმელმა დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინს სახეში, სავარაუდოდ, გოგირდმჟავა შეასხა. ინციდენტი დაზარალებულის სახლთან მოხდა. თანაც, ნოვიკოვას მონაცემებით, ფილინს მანამდეც ემუქრებოდნენ უცნობი პირები, „საბურავებს უჭრიდნენ, საიტი გაუტეხეს“.
სერგეი ფილინი სახისა და თვალების მესამე ხარისხის დამწვრობით ჰოსპიტალიზებულია. თავდასხმის მოტივებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.