აქტუალური
„იჩქარე ნელა!“ – ვაჩეიშვილს თანამდებობა დაატოვებინეს

1-iCqarenela-aqtuaa3საქართველო, 18 იანვარი, სქინფორმი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილ შორის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა ვაჩეიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება.

მინისტრის განმარტებით, მათი სამომავლო კონცეპტუალური ხედვა განსხვავებულია. ეს განსხვავება შეეხებოდა როგორც  ბაგრატის ტაძრის აღდგენას, ისე სხვა საკითხებს.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ჩაატარა დიდი სამუშაო. განხორციელებული პროექტების ნაწილი წარმატებულია, ნაწილთან კი შენიშვნები გვაქვს. იგი ნაწილობრივ იზიარებს ამ შენიშვნებს“, – აცხადებს ოდიშარია.

ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით მინისტრი სპეციალისტების აზრს იზიარებს და აღნიშნავს, რომ ჯობდა, დარჩენილიყო რესტავრაციამდელი სახით: „მე, პირადად, გული მწყდება ერთ რამეზე, რომ მისი რესტავრაცია შეიძლებოდა ბევრად უკეთ, აუჩქარებლად, ამ პრინციპით – „იჩქარე ნელა!“ და ის იქნებოდა სამაგალითო აღდგენილი ძეგლი. ჩვენ ეს შანსი სამუდამოდ გავუშვილთ ხელიდან“.

როგორც ოდიშარიამ განმარტა, უპირველესი, რაც უკანასკნელ წლებში მოხდა, ეს არის სისწრაფე და ხანდახან ზესიჩქარე ამ ტაძრების რესტავრირების დროს. ვაჩეიშვილს აჩქარებდნენ, მაგრამ ის პასუხს აგებდა თავის დარგზე და ამ სიჩქარეში ზოგი რამ გაფუჭდა.

თავად ვაჩეიშვილი დარგში პრობლემების არსებობას სიჩქარეს არ მიაწერს და გათავისუფლების კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

მისი შემცვლელის ვინაობა მომავალ კვირას გაირკვევა.