საზოგადოება
გურამ საღარაძე გარდაიცვალა

1-saRaraZe-sazogadoeba2საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. გუშინ თბილისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი გურამ საღარაძე.

გურამ საღარაძის მიერ შესრულებულ როლებს შორის მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა უამრავი მთავარი როლი. 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

სამოქალაქო პანაშვიდები 19-20 იანვარს მსახიობის საცხოვრებელ სახლში, აღმაშენებლის №147-ში, გაიმართება, შემდეგ მას რუსთაველის თეატრში გადაასვენებენ, სამშაბათს კი, 22 იანვარს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავას განცხადებით, ცნობილი ქართველი მსახიობის გურამ საღარაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები ოჯახთან შეთანხმებით უკვე გადაწყდა. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს მერია გაიღებს.