სამართალი
გლდანის ციხეში ვლადიმერ ბედუკაძის დაკითხვა მიმდინარეობს

1-bedukaZe-samarTali2საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. ციხი სკანდალური კადრების გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც საქართველოში 18 იანვარს, ღამის პირველი საათისთვის, სტამბულის რეისით დაბრუნდა, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დააკავეს. დაკავებას მისი ადვოკატები ელზა ჯმუხაძე და ლალი აფციაური დაესწრნენ.

ამ წუთებში კი ვლადიმერ ბედუკაძე გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბედუკაძე სწორედ ამ დაწესებულებაში მუშაობდა და სკანდალური კადრებიც აქ გადაიღო.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ელზა ჯმუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

„დაკითხვის პროცესს ადვოკატი და ბრალდების მხარე ერთად დავესწრებით. ობიექტური მართლმსაჯულების და ბედუკაძის გულწრფელობის იმედი მაქვს . ის რომ არ ყოფილიყო, საზოგადოება ვერ შეიტყობდა, თუ რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“, – განაცხადა ჯმუხაძემ ბედუკაძის გლდანის დაწესებულებაში შეყვანამდე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15 იანვარს მთავარმა პროკურატურამ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ცენტრალურ ეროვნულ ბიუროს ბედუკაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.