პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სამი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

1-iniciativa-politika2საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს სამ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს, რომელთა შესახებაც მან გუშინ ისაუბრა ტელეჟურნალისტებთან.

პირველი კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას.

პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკაში  არის საგანგაშო ტენდენციები. პარალელურად,  საქართველოს მთავრობა უცხოელ ინვესტორებს ეუბნება, რომ შემდეგი სამი წელი საქართველოში არ იქნება ეკონომიკური ზრდა.

ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ , ბიზნესაქტიურობა გაძლიერდეს. ამ მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას ერთის მხრივ, ის ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ერთად მივიდეთ ინვესტორებთან, ერთად ჩავატაროთ კონფერენციები, ერთად დავიწყოთ შეჩერებული პროექტების აღდგენა. მეორეს მხრივ, ვეცადოთ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ ქვეყნისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მეორე საკანონმდებლო შეთავაზებაა კანონპროექტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურამ მოხსნა არაცივილიზებულობის ყველა რეკორდი, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, სრულიად ამორალური და დასაგმობი საქციელი. ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუსი ოლიგარქების გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ რუსეთში 90-იან წლებში. რაც ისწავლეს ახლა იმას საქართველოში აკეთებენ“, და დასძინა, რომ  ყველა შემთხვევაში  უნდა მიეცეთ მოქალაქეებს დამატებით დაცვის გარანტიები.

მესამე კანონპროექტი არის სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ.

ყველა დაღუპულ სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, მარჩენალი იყო თუ არა, გაუორმაგდეს კომპენსაცია, გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი გაორმაგებული სახელმწიფო პენსიის რაოდენობით განისაზღვროს. ახალი ინიციატივით გაორმაგებული კომპენსაციების მიღება მათ საჯარო სამსახურში მსახურობის პერიოდშიც შეეძლებათ. შესაბამისი სახსრები ბიუჯეტში დღეს არის“, – განმარტა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, პირველი და მეორე კანონპროექტი  დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს, ხოლო მესამე კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება  წარედგინება საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს.