უცხოეთი
ალჟირში ათობით მძევალი გაიქცა

1-sbezhali-ucxსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. 30 ალჟირელმა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე გაზის საბადოების ზონიდან, სადაც ისლამისტ ბოევიკებს რამდენიმე ათეული უცხოელი მძევალი ჰყავდათ აყვანილი, გაქცევა შეძლო.

ამასთან, ადგილობრივი ტელეარხი „ენახარი“ იტყობინება, რომ გაქცევა 15 უცხოელმა მუშამ შეძლო.

BP-მ დაადასტურა, რომ „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა ბოევიკების ჯგუფმა მძევლად აიყვანა გაზის პროექტ „ინ ამენასის“ თანამშრომლები. თუმცა კომპანია, უსაფრთხოების მიზნით, მძევლების რაოდენობასა და მათ ნაციონალობაზე მონაცემებს არ ასაჯაროებს. ზემოხსენებულ პროექტში ბრიტანული ნავთობგიგანტი BP ალჟირულ Sonatrach-სა და ნორვეგიულ Statoil-თან ერთად მონაწილეობს.