უცხოეთი
რუსეთი „პეტრიოტებს“ თვალყურს ადევნებს

1-petrioti-ucxსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. სირიის კონფლიქტში შეიარაღებული ჩარევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონისათვის კატასტროფულ შედგებს გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

ამასთან, რუსი სამხედროები ყურადღებით ადევნებენ თვალს, თუ როგორ იწყება თურქეთში, სირიის საზღვართან, „პეტრიოტის“ სარაკეტო კომპლექსების განთავსება.

გერასიმოვის თქმით, „შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ გარკვეული ძალები სუ უფრო მეტად ჩამოდიან ფსონს კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაჭრაზე. მოსკოვში კი მიაჩნიათ, რომ სირიელებმა თავისი პრობლემები თავად უნდა გადაჭრან“, – აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკმა.