უცხოეთი
ოსმაევის თქმით, ჩვენებები მან „ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად“ მისცა. ამასთან, იგი ირწმუნება, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მას ფეხებითა და იარაღის ტარით თავში სცემდნენ და ნარკოტიკული ნივთიერებების ინიექციებს უკეთებდნენ. ოსმაევის თქმით, მას პუტინსა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვზე თავდასხმის მომზადების უარყოფის გამო აწამებდნენ.
ადამ ოსმაევი ოდესაში 2012 წლის 4 თებერვალს ტირასპოლსკის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის მოქალაქე რუსლან მადაევი და დაიჭრა ყაზახეთის მოქალაქე ილია პიანზინი, რომელმაც გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. 27 თებერვალს კი უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ პუტინზე თავდასხმა აღკვეთა.