საზოგადოება
„ეს არის პერფომანსი – ცოცხლად ვტირივართ მიშას“

1-perfomansi-sazogadoeba3საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. დღეს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ თენგიზ გუნავას წინასასამართლო სხდომა იმართება. საქმე საწვავის ტალონებისა და თანხების მითვისების ბრალდებითაა აღძრული. ადვოკატმა ორი შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგან ერთ-ერთი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითვალისწინებს. თავად გუნავა თავს უდანაშაულოდ თვლის და გამომდინარე იქიდან, რომ თანხებთან დაკავშირებული საქმე სახელმწიფო საიდუმლოა, აშკარად ამ თემაზე საუბარს არ აპირებს.

ამავე დროს, ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ათასამდე ადამიანია შეკრებილი. ისინი თენგიზ გუნავას გუბერნატორად დანიშვნას აპროტესტებენ და წინა ხელისუფლეის მიერ საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილ კანდიდატებსა და ყოფილ გუბერნატორებს აკრიტიკებენ.

აქციაზე პრეზიდენტის გადადგომასაც მოითხოვენ. „ეს არის პერფომანსი – ცოცხლად ვტირივართ მიშას“, – აცხადებს კახა მიქაია, „დაიცავი საქართველოს“ სამეგრელოს წარმომადგენელი.

შეკრებილთა განცხადებით, სააკაშვილმა ისე შეურაცხო სამეგრელო, რომ ცოცხლად დამარხეს. „მიზეზი არის სააკაშვილის უგუნურება. ის ვერ მიხვდა, რომ ის დასრულდა, მისი ისტორია საქართველოში დასრულდა, ის არის გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც საქართველოს არ სჭირდება. დროა, მიხვდეს, რომ უნდა წავიდეს და შეეგუოს რეალობას“.