პოლიტიკა
ივანიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

1-sargsian-politika3საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან. შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა.

ქართულმა და სომხურმა მხარეებმა მომავალში კეთილმეზობლური პოლიტიკის  კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის პრეზიდენტის ერთობლივი სადილი გაიმართა.