სამართალი
მერაბიშვილის ინტერნეტ-დივერსანტები პუტინს, ივანიშვილსა და ხიდირბეგიშვილს ტერაქტით ემუქრებიან!

1-red-samart-1-TOPსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი.
საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს

ბატონო მთავარო პროკურორო!
2012 წლის 1 ნოემბერს (რეგისტრაციის №01/13 - 65928) და 2012 წლის 3 დეკემბერს (რეგისტრაციის № 01/13 - 78050) საქართველოს მთავარ პროკურატურაში თქვენს სახელზე ჩაბარდა ჩემი განცხადება და საჩივარი, რომლებიც შეიცავდა ჩემს, როგორც ჟურნალისტის და მოქალაქის, წინააღმდეგ ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტებს, და რომლის გამოძიება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ბლოკირებულ იქნა.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული განცხადების და საჩივრის დანართი – 177 გვერდზე, 13 ფაილად ჩაწერილი CD-დისკზე – შეიცავს დოკუმენტურ ინფორმაციას კონკრეტული ადამიანების და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მეთოდურად უთხრიან ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მიზანმიმართულად მოქმედებენ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის, მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის და კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაშასადამე – ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აბსოლუტური უმრავლესობით აგირჩიათ.

ორშაბათს ამ თემას მიეძღვნა პუბლიკაცია „საქართველოში მხილებულია ინტერნეტ-დივერსანტების მავნებლური ბანდა! ივანიშვილის მთავრობას - საქინფორმის საგანგებო განცხადება“ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (2013 წლის 14 იანვარი, №2), რომელსაც მოჰყვა საქინფორმის საიტზე www.saqinform.ge რამდენიმე ინტერნეტ-შეტევა, უამრავი მუქარა და შეურაცხყოფა (იხ. ამ განცხადების დანართ №1-ში, რომელიც დღეს შეტანილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში თქვენს სახელზე).

როგორც ხედავთ, აქტიურობს პიროვნება, რომელიც აწერს ხელს როგორც „ინტერნეტ-დივერსანტი“, რომლის IP იხილეთ დანართ№1-ში და რომელიც საქართველოს პრეზიდენტად ვანო მერაბიშვილს უჭერს მხარს.

რადგანაც ამჯერად ტერაქტის მოწყობით ემუქრებიან არა მარტო საქინფორმის მთავარ რედაქტორს და ჟურნალისტურ კოლექტივს, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გთხოვთ, მიიღოთ სასწრაფო ზომები.

მე კი, ამიერიდან, თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელებს „გაგებით არ მოვეკიდები“ და თავს ყველანაირი მეთოდით დავიცავ – წინასწარ გთხოვთ, თავდაცვისთვის აუცილებელი ზღვრის გადამეტებასა და არაადეკვატური ძალის გამოყენებაში მერე ბრალი არ დამდოთ!

ღრმა პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი