უცხოეთი
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. დღეს მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. ინციდენტი ჩარახი-ე-სადარატის ცენტრალურ რაიონში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განლაგებული, მათ შორის, ავღანეთის უშიშროების ნაციონალური სამმართველო, პოლიციის შტაბ-ბინა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე – დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე საელჩო.