უცხოეთი
ობამა მოსკოვში ვიზიტს G20-ის სამიტს შეუთავსებს

Obama-ucxსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიზიტი შესაძლოა, „დიდი ოციანის“ სამიტში მის მონაწილეობას შეუთავსდეს. სამიტი წლეულს, სექტემბერში, გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რფ-ში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა.

დიპმისიის ხელმძღვანელმა დასძინა: „იგი ემზადება. მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ამ შეხვედრას დაესწრება“. ამასთან, მაკფოლმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი საბოლოოდ ჯერ არ ჩამოყალიბებულა მოსკოვში ობამას ვიზიტის თარიღებზე.