პოლიტიკა
ფინანასთა სამინისტრომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

1-debatebi-politika3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტრო 2013 წელს ბიუჯეტში მობილიზებ ული თანხების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 15 იანვრის მდგომარეობით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებული თანხა 219.8 მლნ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებს 119.1 მლნ ლარით აჭარბებს.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მობილიზებული იყო 100.7 მლნ ლარი. ამასთან, მიმდინარე წლის 15იანვარს ბიუჯეტში 102.8 მლნ ლარია მობილიზებული, 2012 წლის 15იანვარს კი ეს მაჩვენებელი 18.2 მლნ ლარს შეადგენდა. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ ქვეყანაში დაწყებული საბიუჯეტო კრიზისის შესახებ გააკეთა განცხადება. ამასთან, მან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ღია ტელედებატებში გამოიწვია. ფინანსთა მინისტრის მიერ სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და აღნიშნავს: საქართველოში საბიუჯეტო კრისიზი არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტთან, ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით მზად ვარ, ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანთან დებატებში მივიღო მონაწილეობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის – ვანო მერაბიშვილის, ტელედებატები 22 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიმართება ჟურნალისტ ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“.