სამართალი
პატარიძის ადვოკატის ინფორმაციით, მას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: თემურ პატარიძე აჭარის კუდ-ის ხელმძღვანელად 2012 წლის აგვისტოდან აღარ მუშაობს. არჩევნების შემდეგ ის თბილისში სახელმწიფო დაცვის სამსახურში გადმოვიდა. თემურ პატარიძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.