საზოგადოება
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, ბრიუსელს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთა შეხვედრაში.
შტაბების უფროსების 168-ე შეხვედრას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი გახსნის. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსები ავღანეთში არსებულ ამჟამინდელი მდგომარეობისა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხებს განიხილავენ. მხარეები პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის უსაფრთხეობის ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების შესახებაც ისაუბრებენ.