აქტუალური
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ ლიტვაში გამართულ დისკუსიაზე მაია ფანჯიკიძის გამოსვლის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ურჩევს, მისი სიტყვების არასწორ ინტერპტრეტაციაზე გამოკიდების ნაცვლად ქვეყანაზე იფიქრონ. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ შექმნილ სიტუაციას თავად ფანჯიკიძე გაუგებრობას უწოდებს და განმარტავს, რომ მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს ლიტვის პარლამენტთან მოქმედ ევროპულ ცენტრში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მინისტრი ცალსახად აღნიშნავს დამოკიდებულებას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.
საგარეო უწყების შეფასებით, ჩანაწერი ადასტურებს, რომ ფანჯიკიძის სიტყვების ინტერპრეტაციისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება აქვს, თავად გაეცნოს ვიდეოჩანაწერს.