უცხოეთი
პუტინმა სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელი კომისია შექმნა

1-putin-olimpiada-ucxსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მოსამზადებლად და ჩასატარებლად სახელმწიფო კომისია შექმნა. პუტინის შესაბამისი ბრძანებულება რფ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკია, მის მოადგილეებად კი დაინიშნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ალექსეი გრომოვი, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალექსანდრ ჟუკოვი, სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რეგიონული განვითარების მინისტრი იგორ სლუნიაევი, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ 1-ლი სამსახურის უფროსი ოლეგ სირომოლოტოვი და „სოჭი-2014“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ჩერნიშენკო.

სულ კომისიის შემადგენლობაში 37 კაცია, მათ შორის, რფ-ის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც.