საზოგადოება
თბილისი 10 რაიონად დაიყოფა

1-MERIAსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მერია საკრებულოს დედაქალაქის 10 რაიონად დაყოფის ინიციატივით მიმართავს. რაიონების დაყოფა მარტივად მოხდება, მაგალითად, ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაცვლად, იქნება ვაკისა და საბურთალოს რაიონები. ამავე პრინციპით დაიყოფა სხვა რაიონებიც. მერიის განცხადებით, „დაყოფის ეს პრინციპი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა, რადგან გამგეობის მომსახურების ცენტრები დაყოფის შემდეგ უკვე ორ რაიონს მოემსახურება“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტასა და დარეგულირებას, მასში მოსახლეობის ჩართულობის დონის უფრო ამაღლებას და, შესაბამისად, თბილისელების საზოგადოებრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ინტერესების კიდევ უფრო ეფექტურად დაკმაყოფილებას.