პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძის შეხვედრები ლატვიაში

1-latvia-politika1საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები, ლატვიასა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინთან.

მნიშვნელოვანი ვიზიტია ლატვიის რესპუბლიკაში. მოგეხსენებათ, ბალტიის ქვეყნები ეხმარებიან საქართველოს და მხარს უჭერენ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანი იყო ჩემს კოლეგებთან უშუალო კონტაქტის დამყარება და მათთვის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძე.

საღამოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლატვიელ კოლეგა ედგარ რინკევიჩს შეხვდა.

ფანჯიკიძემ მონაწილეობა მიიღო ლატვიის ტრანსატლანტიკური საბჭოსა (LATO) და ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნების ალიანსის (BBSA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადგილობრივი წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიაში ოფიციალური შეხვედრები გუშინ დაიწყო. დღეს კი ოფიციალური შეხვედრები ჩეხეთშია დაგეგმილი.